26 საათი საქართველო-ესპანეთის მატჩამდე | ფეხბურთელების განწყობა და მოლოდინები - "მთავარი არხი" ფელბერტში, ნაკრების ვარჯიშზე იმყოფება

გამოქვეყნდა:

ზუსტად 26 საათი მერვედფინალის დაწყებამდე. ხვალ საქართველო - ესპანეთის მატჩი კიოლნის სტადიონზე თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. გულშემატკივარში კიდევ ერთი დიდი გამარჯვების მოლოდინია. ნაკრები კარგად აფასებს ესპანეთის შესაძლებლობებს და იმას რომ ეს გუნდი ევრო 2024-ის ფავორიტია. თუმცა ევროპაზე, საქართველოს დებიუტანტი ნაკრები რომ ანგარიშგასაწევი მეტოქეა, ამაში მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო არაერთხელ უკვე დარწმუნდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენი ფეხბურთელები უეფას მონაცემებით მთელ რიგ კომპონენტებში პირველობას არავის უთმობენ; ყველა სიმბოლურ ნაკრებში კი ქართველი ფეხბურთელებიდან მინიმუმ ორი მოთამაშე მაინც ხვდება. მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურება ის ფაქტიც, რომ ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - პორტუგალიის ნაკრები ეროვნულმა ნაკრებმა 2-0 დაამარცხა, თან ისე რომ თანამედროვეობის ყველაზე დიდ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს შანსი საერთოდ არ მისცეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი