კიოლნში, ქართველი ქომაგები სტადიონამდე მსვლელობას მართავენ. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე იწყება. დღევანდელ თამაშზე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ნამდვილად არ იგრძნობენ თავს სტუმრად. მათ ტრიბუნებიდან ათასობით ქართველი გულშემატკივარი გაამხნევებს და გაახსენებს, რომ ამ ზღაპრის ბოლო ნამდვილად კეთილია, მრისხანე მეტოქეების მიუხედავად.