გზა დიდი ევროპული კლუბებისკენ | ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაორმაგდა

გამოქვეყნდა:

ევრო-2024-ის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაძლეულია, ისტორიაც, რომელზეც თაობები აუცილებლად ილაპარაკებენ, უკვე დაწერილი. ახლა ესპანეთთან დაპირისპირება საკუთარი და გულშემატკივრის   სიამოვნებისთვის,  თამაშად და მღერად მიჩნევის დროა. 

მეტოქე საფეხბურთო მონსტრია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა  საერთო ღირებულება   თითქმის მილიარდი, უფრო ზუსტად კი   965 500 000 , ამ კონკრეტულ კომპონენტში ისინი თითქმის ათი თავით სჯობნიდნენ ჩვენს გუნდს, რომლის საერთო ღირებულება 161 050 000, თუმცა ეს იყო მანამ სანამ ევროპის ჩემპიონატი დაიწყებოდა, მისი დამთავრების შემდეგ კი ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი ჩვენი ფეხბურთელების ფასები ბევრი მილიონით გაიზრდება. 

იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, რამდენიმე დღის წინ  დაწერა, რომ ფრანგული “მეტსის” ქართველ თავდამსხმელს, ამავე ქვეყნის ტოპ კლუბი “მონაკო”  ახალ კონტრაქტზე სიტყვიერად უკვე შეუთანხმდა, ასე რომ “ლიონს” შეუძლია კიდევ დიდხანს, შორიდან და  დურბინდით, დააკვირდეს, ქართველი ფორვარდის ულამაზეს გოლებს.   

კიდევ ერთი ქართველი, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობენ და  უცხოურ პრესაშიც  აქტიურად იწერება, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილია. ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ქართველი მეკარე მანუელ ნოიერის მემკვიდრე გახდეს და მიუნხენის "ბაიერნის" კარის დაცვა დაევალოს.  

ხოლო ესპანური სპორტული პორტალი  “მარკა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი მეკარის შეძენით "ლივერპულია" დაინტერესებული  და მას ალისონ ბეკერის შემცვლელად მოიაზრებს. გიორგის ამჟამინდელი კლუბი “ვალენსია” ფინანსური კრიზისის თავიდან არიდების მიზნით ქართველ გოლკიპერს დიდი ალბათობით შეელევა, თუმცა მისი საწყისი ფასი არანაკლებ 40 მილიონი ევრო იქნება. 

იტალიელები ვერაფრით ელევიან ხვიჩა კვარაცხელიას. ცნობილია, რომ პორტუგალიასთან მოგებული თამაში შემდეგ,  "ნაპოლის" პრეზიდენტი   აურელიანო დე ლაურენტისი ნაპოლის მენეჯმენტთან ერთად, დაუყოვნებლივ გაფრინდა გერმანიაში ხვიჩასა და მის აგენტთან შესახვედრად.  დე ლაურენტისი ქართველ ფორვარდს დაჰპირდა, რომ გუნდში დარჩენის შემთხვევაში  “ნაპოლის” მის გარშემო ააგებდა, თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ გუნდში გააგრძელებს ხვიჩა კარიერას, მიღებული არ არის. 

არამხოლოდ კვარაცხელიას, არამედ ყველა  სხვა ქართველი ფეხბურთელის შემთხვევაშიც, მათი კარიერული წინსვლა და შესაბამისად მათი სატრანსფერო ღირებულება, მხოლოდ  იმაზე იქნება დამოკიდებული,  საფეხბურთო მწვერვალის, რამდენად მაღალ ქიმს დაიპყრობენ ქართველი ჯვაროსნები.   

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი