ზღაპრის ბოლო კეთილია | ქართველი ფეხბურთელების შექმნილი საფეხბურთო დღესასწაული

გამოქვეყნდა:

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი უდავოდ წარმატებული იყო. საფეხბურთო ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა დაძლეული. ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თავიდან გააცნო ქვეყანაც, ქართული ფეხბურთიც, ჩვენი მებრძოლი ხასიათი და გულშემატკივრებს სიამაყით სავსე, ბედნიერების დაუვიწყარი წუთები გვაჩუქა. ოთხივე მატჩში ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ უმაღლესი რანგის ფეხბურთი ითამაშა, ერთ-ერთი მრისხანე მეტოქე დაამარცხა და ესპანელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.  ქართველი ფეხბურთელების შექმნილი ეს საფეხბურთო დღესასწაული საყოველთაო სახალხო ზეიმში გადაიზარდა და მთელი ქვეყანა გააერთიანა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი