მადლობა ბიჭებს! | ნაკრები თბილისში ბრუნდება

გამოქვეყნდა:

მერვედფინალში დამარცხების მიუხედავად ქართველი ფეხბურთელები ჩემპიონატს ამაყად ტოვებენ. მიუხედავად გუშინდელი შედეგისა დღეს ყველგან მადლობა ისმის. მთელი საქართველო მადლობელია კიდევ ერთი ღირსეული მატჩისთვის. გულშემატკივრები მომავალი გამარჯვებების და დიდი წარმატების მოლოდინში არიან. საქართველოს ნაკრები და ფეხბურთელები, წარმატებული დებიუტის შემდეგ, ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში არიან.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 7:30 საათზე ჩამოფრინდება. გულშემატკივრები დახვედრას გეგმავენ.

[ფოტო: ეროვნული ნაკრები]

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი