ეროვნული ნაკრები სამშობლოში ბრუნდება | გულშემატკივრები დილიდან აეროპორტში არიან შეკრებულები

გამოქვეყნდა:

მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ნაკრების თვითმფრინავს ელოდებიან. გულშემატკივრების ნაწილი ადგილზე დილის 5 საათიდან მივიდა. მათ სურთ წარმატებული თამაშების შემდეგ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მადლობა პირადად უთხრან, სთხოვონ ავტოგრაფები, გადაიღონ ფოტოები.

ქომაგები აეროპორტში დროშებით და საყვარელი ფეხბურთელების სანაკრებო მაისურებით მივიდნენ. ისმის შეძახილები და სხვადასხვა სიმღერა. 

"ბავშვთან ერთად ვარ, მთელი ღამე არ დამაძინა, ეიფორიაში იყო როდის მოვიდოდა, შეხვდებოდა და ერთად იზეიმებდნენ ბიჭების ჩამოსვლას, მადლობა ბიჭებს ამ ემოციებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რაც ასე გვაკლია და გაგვაერთიანა მთელი ქვეყანა", - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები ფეხბურთელებს დახვდებიან და მადლობას კიდევ ერთხელ ეტყვიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი