თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ. დილიდან აეროპორტის შიგნით და გარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან გულშემატკივრები, რომლებიც საყვარელ ფეხბურთელებს ელოდებიან. 

მათ თან აქვთ დროშები, ბანერები, საყვარელი ფეხბურთელების მაისურები. გულშემატკივრებს სურთ პირადად უთხრან მადლობა ფეხბურთელებს და მათგან ავტოგრაფები მიიღონ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება - ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი