"ბავშვმა დაიძახა, დე, აფეთქდაო..." "შავი კვამლი იყო, ჩამოვარდა"... | თვითმხილველები ბოლნისში მომხდარ ავიაკატასტროფაზე

გამოქვეყნდა:

"ბავშვმა დაიძახა, დე, აფეთქდაო..." "შავი კვამლი იყო, ჩამოვარდა"... ადგილობრივები ბოლნისში მომხდარ ავიაკატასტროფას "მთავარ არხთან" ეხმაურებიან და ყვებიან, რომ საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ დაიწყო ვარდნა თავადაცვის სამინისტროს კუთვნილმა თვითმფრინავმა და როგორ გაეხვა საფრენი აპარატი ცეცხლის ალში. 

"ხმა რომ იყო და ეს, ვუყურებდი. რატო ვუყურებდი და მინდოდა დასრულებულიყო თვითმფრინავის ხმა, რომ გამეგრძელებინა საუბარი ტელეფონთან. ავარდა უცებ, აი ასე ზუსტად, ავიდა, საერთოდ არ ჩანდა და რომ დაეშვა, არც გაყოფილი დამინახია ცაში, რომ დაეშვა, ბავშვმა ფანჯარაში, დე, აფეთქდაო და რომ აფეთქდაო რომ თქვა და გამოვიქეცი, უკვე კვამლი იყო... ქალები გავედით იქვე ხორბლებში, ვერსია იყო, იქნებ ჩამოვარდა მანამდეო [ცოცხალი ადამიანი], გადმოვარდა ან რაღაც იყოო და...", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

"შავი ბოლი იდგა, კვამლი იდგა და ხალხი იყო, ჩოჩქოლი იყო, ჩამოვარდაო. იქ ადგილზე დეტალები კი ნახეს, მოსული იყვნენ სამხედროები, რავი, ავიაცია იყო მოსული... მეზობლის ბავშვმა ნახა, რომ დაფრინავდა, როგორც ასეთი, თვითონაც ასე თქვა, რომ ჩამოვარდნით აფეთქდა", - ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი. 

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბოლნისში ჩავიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი