დიდი სახალხო ზეიმი და სახალხო პროტესტიც თავისუფლების მოედანზე. ათასობით მოქალაქე გუშინ თბილისის ცენტრალურ გამზირებზე და მთავარ მოედანზე საფეხბურთო ნაკრებისთვის დიდი სიყვარულის და პატივისცემის გამოსახატად შეიკრიბა. გულშემატკივრებმა მესხის სტადიონიდან თვისუფლებამდე გამოაცილეს ღია ავტობუსი რომელშიც ფეხბურთელები იყვნენ და ამ მსვლელობის ყოველ ნაბიჯზე ადამიანები უდიდეს აღფრთხოვანებას გამოხატავდნენ ჩვენი სპორტსმენებით. სცენაზე ასულ ფეხბურთელებს ხალხი ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა და ოვაციებით მოიწონა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნაკრების წევრებისთვის ღირსების ორდენების გადაცემის შესახებ. თუმცა გუშინდელ საყოველთაო დღესასწაულს ანტიგმირიც ყავდა - და ეს როლი საზოგადოების გადწყვეტილებით კვლავ პრემიერ მინისტრმა კობახიძემ მოირგო.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი