თავდაცვის მინისტრი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის, პანაშვიდზე ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს. მანამდე პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბაშვილის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს.

შეგახსენებთ, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი  მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი

გორში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი