"პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" | ექიმი პარაშუტიდან ჩამოვარდნილი ტურისტის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

"პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი პარაშუტიდან ჩამოვარდნილი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახბ საუბრობს. 

ჩვენთან შემოვიდა არაბეთის მოქალაქე. მე როგორც გადმომდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა, სავარაუდოდ, ჩამოვარდა საჰაერო ბურთიდან. ჩვენთან შემოყვანილი იქნა, მდგომარეობა იყო სტაბილური, პერიოდულად დეზორიენტირებული, პერიოდულად ადეკვატური, თუმცა, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა ნორმალურია. დინამიკაში, ჩვენთან შემოსვლისთანავე დაიწყო კვლევები, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული კვლევები, მაღალტექნოლოგიური კვლევები, კომპიუტერული კვლევებიც, ეხოსკოპიური და ულტრაბგერითი კვლევებიც. მივიღეთ პასუხები - ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია...,- ამბობს ექიმი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი