გორში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი საკათედრო ტაძარშია დასვენებული. მფრინავს დღეს გორის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.