პატარა გულშემატკივრების ემოციური შეხვედრა საყვარელ ფეხბურთელებთან | გაიცანით ნაკრების წევრები კადრს მიღმა

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ისტორია დაწერა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპული თავგადასავალი და ქომაგებს დიდი სიხარული მოუტანეს. შედეგიც ისტორიული აჩვენეს ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდნენ და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდნენ. ამ ბიჭებმა ქვეყანა ფეხბურთისკენ მოატრიალეს და მთელი საქართველო მათ გულშემატკივრად და ფეხბურთის გულშემატკივრად აქციეს.

სამშობლოში დახვედრაც ძალიან ამაღელვებელი იყო. ისტორიული სპორტული მიღწევის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ნაკრების ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

ყველაზე დიდი ჯილდო კი ქომაგების სიყვარულია. როგორ შეხვდნენ პატარა გულშემატკივრები და როგორები არიან ჩვენი ფეხბურთელები კადრს მიღმა - იხილეთ ნინი ჟიჟიაშვილის სიუჟეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი