ევრო 2024-ს სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის, ვიდეო და ფოტო მანიპულაციის გარეშე არ ჩაუვლია. არაერთხელ გავრცელდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ყალბი ციტატა. მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის კრიშტიანუ რონალდოს მოგონილი განცხადებაც ვნახეთ. რეალურად კი რონალდუს საქართველო - პორტუგალიის თამაშის დასრულების შემდეგ, ოფიციალური კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს კი დააბრალეს, რომ თითქოს მათ ჩეხეთის გატანილი გოლი გაეხარდათ. არადა ფოტო საქართველო-ჩეხეთის მატჩისას გიორგი მიქაუტაძის გოლზე პოლიტიკოსების რეაქციას ასახავს. დეზინფორმაცია მსხვერპლები არიან ჟურნალისტებსაც. მათ შორისაა "მთავარი არხის" 9 საათიანი გამოშვების წამყვანი, დიანა ჯოჯუა. ვინ იყო პროპაგნდის სამიზნე და დეზინფორმაციის მსხვერპლი: შემოწმებულია - "მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივი პროექტი.