ორბეთის ეკლესიაში რუსული სიმბოლიკა ჩამოხსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მხოლოდ მას შემდგე მიიღო, რაც ფაქტით მთავარი არხი დაინტერესდა.
ტაძრის წინამძღვარი ამტკიცებს, რომ ეს არა სიმბოლიკა, არამედ ხატი იყო, რომელიც აკურთხა და დაკიდა, ახლა კი ჩამოხსნა:
"დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი...ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი. ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ, რომ ჩამომეხსნა? ჩამოხსნილი არის. " ამბობს მამა გრიგოლი "მთავართან".
ინფორმაცია ქართულ ეკლესიაში ოკუპანტი ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკის არსებობის შესახებ თავდაპირველად დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა. სოფელ ორბეთის ტაძარში მისულ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს კი ტაძრის კედელზე განთავსებული რუსული გერბი და დროშა დახვდა. მეუფე ანანია "მთავართან" საუბრისას ამტკიცებდა რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა.