კურიერებმა დაჭრილი კოლეგის სოლიდარობის ნიშნად, შემთხვევის ადგილზე სიმბოლურად ერთი ბოთლი ლუდი მიიტანეს

გამოქვეყნდა:

"გლოვოს" კურიერებმა  დაჭრილ კოლეგას, თემო სიგუას სოლიდარობა გამოუცხადეს და სიმბოლურად იმ მისამართზე, სადაც სიგუა დაჭრეს, ერთ ბოთლი ლუდი მიიტანეს - "ლუდის გამო ლამის კაცი მოკლეს, სასულეებს ამბობენ, რომ პნევმატური ესროლესო და სულელი არავინაა..." - ამბობს ერთ-ერთი კურიერი  

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც გლოვოს კურიერს ესროლა იდენტიფიცირებულია, თუმცა პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია.  სულ თავდასხმაში 8 პირი მონაწილეობდა. ისინი კურიერს იმ მოტივით გაუსწორდნენ, რომ შეკვეთას 1 ბოთლი ლუდი აკლდა. 32 წლის თემო სიგუას ჯერ სცემეს, შემდეგ კი ფეხში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. 

სიგუას ოპერაცია ჩაუტარდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი