რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას კრემლთან დაახლოებული ხელმძღვანელობა ჰყავს | გაიყიდა თუ არა საწარმო რუსებზე?

გამოქვეყნდა:

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რომელიც  ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული საწარმოა 2000-მდე დასაქმებულით და 300 მილიონ ლარზე მეტი წლიური ბრუნვით, დეკემბერში მენეჯმენტი შეიცვალა. ირკვევა რომ მისი ამჟამინდელი მმართველები - ანდრეი პახომჩუკი და იგორ კორიტკო,პუტინთან დაახლოებული პირების მეგობრები და ახლო გარემოცვის წვერები არიან. 

ორგანიზაცია "საგამოძიებო ბიუროს" დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი და მისი მოადგილე რუსული მეტალურგიული გიგანტის, TMK ჯგუფის ყოფილი გენერალური დირექტორი და კომერციული დირექტორი არიან. TMK კი პუტინთან დაახლოებულ სანქცირებულ ოლიგარქს, დმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნის და კომპანიაც [TMK] სანქცირებულია.

როგორც აბესაძე ამბობს, ჩნდება ვარაუდი: ხომ არ გაიყიდა რუსთავის ქარხანა სანქცირებულ რუსებზე და ხომ არ გამოიყენება ის რუსეთის სანქცირებული მეტალურგიული წარმოების სასარგებლოდ სანქციების შესამსუბუქებლად და გვერდის ასავლელად?! აბესაძის თქმით, ამ კითხვებს ქარხნის ყოფილმა მენეჯმენტმა, ეკონომიკის სამინისტრომ და "ოცნების" პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა გასცეს: 

"ქართულ მეტალურგიულ წარმოებას მართავენ ადამიანები, რომლებიც 1 წლის უკან მართავდნენ უმსხვილეს მეტალურგიულ წარმოებას რუსეთში. ძალიან საეჭვოა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობის რუსული ოლიგარქის და საწარმოდან მენეჯმენტის გადმოსვლა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რაც ბადებს მნიშვნელოვან შეკითხვებს - ვისია რუსთავის მეტალურგიული კომპანია და ხომ არ გაიყიდა ის რუსებზე, მათ შორის დმიტრი პუმპიანსკის და მის ტმკ ჯგუფზე? რაზედაც განმარტება უნდა გააკეთოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყოფილმა მმართველმა კომპანიამ და ირაკლი რუხაძემ. ასევე განმარტება უნდა გააკეთოს ეკონომიკის სამინისტრომ და ქართული ოცნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. თუკი ეს ასეა, ხომ არ ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გამოყენება სანქციებული რუსული მეტალურგიის და კომპანია "ტმკ"-ს მიერ სანქციების გვერდის ასავლელად" ამბობს აბესაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი