საქართველოს რაგბის კავშირი ადასტურებს რომ ქართველი ბორჯღალოსნების საქმეებით მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოა დაინტერესებული. 2-თვიანი დუმილის შემდეგ ქართულმა მხარემ "მთავარ არხს" დაუდასტურა, რომ მსოფლიო რაგბის კავშირი 5-მდე სპორტსმენის ანალიზებით სავარაუდო მანიპულაციიას იძიებს.
რაგბის კავშირში დღეს სავარაუდო დანაშაულზე პასუხიმგებლობას იხსნიდნენ და ხელს საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოსკენ იშვერდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სპორტსმენების ანალიზების კვლევაში. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო რაგბის კავშირი მანიპულაციის ფაქტს დაადგენს, ბორჯღალოსნებს 4 წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი