მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს:
პირველ არჩევანად ქართულ ოცნებას 33% ასახელებს, ნაციონალურ მოძრაობას 15%, ევროპულ საქართველოსა და სტრატეგია აღმაშენებელს 4-4%, პატრიოტთა ალიანსსა და ლეიბორისტულ პარტიას კი 3-3-%.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +-2.5%-ია.