ბორჯღალოსნებს იაპონიაში კაპიტნის, მერაბ შარიქაძის გარეშე მოუწიათ თამაში. მიზეზი დოპინგ-სკანდალია. რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ადასტურებს, რომ მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოსგან დროებითი დისკვალიფიკაცია აქვს. მასთან ერთად დისკვალიფიცირებულია ნაკრების კიდევ ოთხი მორაგბე. კაპიტანი მერაბ შარქიქაძე "შაბათის მთავარმა" ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ დოპინგი არ გამოუყენებია და როგორც კი შემოწმების შემდეგ პასუხი იქნება, ის ალაპარაკდება და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებსაც პასუხს გასცემს.
დღეს არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს ეჭვი აქვს არა მხოლოდ დოპინგის გამოყენებაზე, არამედ ანალიზების გაცვალზე. რაც რეალურად კიდევ უფრო მძიმე ამბავია. როგორ დადგა ასეთი პრობლემების წინაშე ქვეყანაში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა და მისი ნაკრები. ჩვენ რეპონდენტებს ამაზე პასუხის გაცემა არ უჭირთ - ეს პოლიტიკური გავლენები, კლანური ინტერესები და მმართველობაა. იხილეთ ნანუკა მაღლაკელიძის სიუჟეტი.