საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 320.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი შემცირდა 6.7 პროცენტით და 2 848.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი გაიზარდა 0.2 პროცენტით და 7 471.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 4 623.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივლისს.