ხაჭაპურისთვის საჭირო ინგრედიენტი კვლავ გაძვირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია აისეტის კვლევამ აჩვენა, რომ ივნისში ყველა პროდუქტზე, რითაც ხაჭაპური მზადდება ფასებმა სამი პროცენტით მოიმატა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ნაციონალური კერძის თვითღირებულების მატება ქვეყანაში ინფლაციის დონისა და რთული ეკონომიკური ვითარების ინდიკატორია . ხაჭაპურის გაძვირება კი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის მაჩვენებელია.