40-მილიონიანი ინტერვენციის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. დღეს დილიდან ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდა და ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა. სავალუტო ჯიხურებში, ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარი და 21 თეთრია. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში, ლარი 7 თეთრით გაუფასურდა.
ახალი ოფიციალური კურსით კი 1 აშშ დოლარი დღეს 3.1547 ლარი ღირს, 1 ევროს ფასი კი 3.7440 ლარია.
ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეების გაუფასურების ტენდენციის შესამცირებლად რეზერვი, 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.