ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავი მაია მური დაქორწინდა პირზე, ვისაც ციხიდან გამოსვლაში თავად დაეხმარა

გამოქვეყნდა:

ქალთა შორის უძლიერესი ლიგის WNBA-ს ვარსკვლავმა მაია მურმა 40 წლის ჯონათან აირონსზე დაქორწინდა. აირსონს, რომელსაც 16 წლისას, 50 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - თავდასხმისთვის და ძარცვისთვის. 

მრავალი წლის შემდეგ,  როდესაც საქმის გადახედვა თავიდან მოხდა, აღმოჩნდა, რომ ჯონათანს დანაშაული არ ჩაუდენია. ის ციხიდან ივლისში 23 წლიანი პატიმრობიშემდეგ გათავისუფლდა მისურის შტატის ქალაქ ჯეფერსონის ციხიდან.

31 წლის მაია მურმა აირონსის ციხიდან გათავისუფლებაში მნიშნელოვანი როლი ითამაშა, მან  ამისთვის პროფესიონალური კარიერაც კი შეაჩერა 2019 წელს.

როგორც მურმა "გუდ მორნინგ ამერიკას" უთხრა,  ის აირონსზე რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა.

მაია მური 4 გზის WNBA-ს ჩემპიონია - 2014 წლის WNBA-ს უძვირფასესი მოთამაშე, ორგზის ოლიმპიური და ასევე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ამერიკის საკალათბურთო ნაკრების DREAM TEAM-ის შემადგენლობაში.

ვუსურვოთ ბედნიერება უდანაშაულო ჯონათანსა და წარმატებულ მაიას! 

ავტორი: ერეკლე მენაბდე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი