იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 11.5 პროცენტით შემცირდა | საქსტატის მონაცემები

გამოქვეყნდა:

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10.319 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 %-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $2.847 მილიარდს შეადგენს (შემცირებულია 6.7%ით), ხოლო იმპორტი $7.471 მილიარდი (გაიზარდა 0.2%-ით). ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 1 293.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის 6 თვეში, $4.624 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.

საექსპორტო ქვეყნების ტოპ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ შედის. საქართველოს უმსხვილესი 10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით:

  • ყირგიზეთი - $453.402 მლნ;
  • ყაზახეთი - $354.300 მლნ;
  • რუსეთი - $340.083 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $318.197 მლნ;
  • სომხეთი - $278.323 მლნ;
  • თურქეთი - $243.789 მლნ;
  • ჩინეთი - $145.843 მლნ;
  • უკრაინა - $55.074 მლნ;
  • შვეიცარია - $52.886 მლნ;
  • უზბეკეთი - $50.904 მლნ

საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები, ღვინოები, ფეროშენადნობები და სპირტიანი სასმელებია.

რაც შეეხება იმპორტს, TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  • თურქეთი - $1.2 მლრდ;
  • რუსეთი - $857 მლნ;
  • აშშ - $771.2 მლნ;
  • ჩინეთი - $709 მლნ;
  • გერმანია - $498 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $279 მლნ;
  • იაპონია - $207 მლნ;
  • იტალია - $200 მლნ;
  • საფრანგეთი - $150.9 მლნ;
  • ჰონ-კონგი - $143.9 მლნ.

მთავარი იმპორტირებული საქონელია მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი