
ლარი დღესაც გაუფასურდა. სებ-ის ახალი ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.18 თეთრი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედება 3.15 თეთრი იყო.
2 თეთრით გაუფასურდა ევრო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევროს ფასი 3.76 თეთრია, დღეს კი ის 3.74 თეთრი ღირდა.
ახალი კურსი ხვალიდან, 18 სექტემბრიდან შევა ძალაში.
სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი იქნება მონაცემები კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.
ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 16 სექტემბერს 40 მილიონი აშშ დოლარის რეზერვიც გაყიდა, თუმცა ეროვნული ვალუტა მაინც უფასურდება