ქალების ადგილი ყველგანაა | ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და მორაგბე ქალების ისტორიული წარმატება

გამოქვეყნდა:

ევროპის ჩემპიონატზე ისტორია დავწერეთ, თუმცა როგორც იმ ცნობილი ვიდეოშია - სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა და ბევრი გოლი კიდევ გასატანი გვაქვს. ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ისტორია ამ კვირაში საქართველოს ფეხბურთის ქალთა ნაკრებმაც დაწერა.

16 ივლისს ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში გავიდა. მსგავსი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქალების შესრულებით ჯერ არ მომხდარა.

გასულ კვირას ისტორიული წარმატება მოიპოვეს მორაგბე ქალებმაც - საქართველოს 7-ქალა ნაკრები ელიტაში ითამაშებს.

ვინ არიან ქალები, რომლებიც გულშემატკივარს ასე ახარებენ და ისტორიას წერენ, ნახეთ სიუჟეტი.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი