საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო გუნდები 23 წლიანი პაუზის შედეგ დღეს თბილისში, საფეხბურთო მოედანზე შეხვდებიან.
კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მოსკოვის "დინამო" საქართველოში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდა და თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. ქართული გუნდი შეხვედრას საკადრო პრობლემების გარეშე და საბრძოლო განწყობით ხვდება.
მატჩი კორონავირუსის რეგულაციების გამო, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.
ცნობისთვის, ქართულ საფეხბურთო კლუბებს რუსული კლუბების წინააღმდეგ 1997 წლიდან არ უთამაშიათ. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ კი უეფამ ამ ქვეყნის გუნდებისა და ნაკრებების თამაში შეუძლებლად ცნო.
თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს, 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.