უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე სუსი მასობრივად იბარებს. ომის ვეტერანი ბესო ბენდელიანი კიდევ ერთია იმ პირთაგან ვინც ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის საქმეზე გამოკითხვაზე არიან დაბარებული.
ბენდელიანი ამბობს, რომ სუს-ში მისვლას არ აპირებს იქამდე, ვიდრე არ გაირკვევა რა საქმეზე და რა სტატუსით დაიბარეს ძალოვან უწყებაში.
"შეთქმულება, გადატრიალება, ეს არის ამხანაგ ივანიშვილის მიერ ინსპირირებული, რომ მოხდეს მოქალაქეების დაშინება, განეიტრალება, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მიაღწევენ" ამბობს ბენდელიანი.
შეგახსენებთ, მანამდე უწყება გამოკითხვის შესახებ ნადიმ ხმალაძემ, ვაჟა ცეცაძემ და ლაშა ჭიღლაძემ მიიღეს. ისინი ამბობენ, რომ საქმეს რეალური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას მათი დასჯა რუსულ აგრესიასთან ბრძოლისა და თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სურს.
იხილეთ: