თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა | ნახეთ უბნების მიხედვით

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 48.1%-ით არის გაზრდილი. 

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში - 4.8%, ისე კერძო სახლების სეგმენტში - 4.6%.

2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში, ბინებზე - 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე - 16.8%-ით.

უბნების მიხედვით 2024 წლის მეორე კვარტალში ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება ასე გადანაწილდა:

  • მთაწმინდა – 5 737 ლარი;
  • ვაკე – 5 247 ლარი;
  • საბურთალო – 4 037 ლარი;
  • ჩუღურეთი – 3 960 ლარი;
  • დიდუბე – 3 648 ლარი;
  • კრწანისი - 3 635 ლარი;
  • ნაძალადევი – 3 581 ლარი;
  • ისანი – 3 449 ლარი;
  • გლდანი – 3 425 ლარი;
  • სამგორი – 3 232 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით არის:

  • მთაწმინდა - 4 423 ლარი;
  • დიდუბე - 3 583 ლარი;
  • ვაკე - 3 375 ლარი;
  • საბურთალო - 3 118 ლარი;
  • კრწანისი - 3 045 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 797 ლარი;
  • ისანი - 2 737 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 442 ლარი;
  • სამგორი - 2 374 ლარი;
  • გლდანი - 2 290 ლარი. 
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი