"მთავარი არხის" განცხადება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" დღეს ჩვენ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი