სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

გამოქვეყნდა:

სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავიაციის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დღეს დილიდან სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. 

შეგახსენებთ, რომ მე-6 დღეა სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს უშედეგოდ ეძებენ. ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი