სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ოჯახთან კონტაქტზე გავიდნენ. ამ დროისთვის, ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მათ თავად შეძლეს ტყიდან გამოსვლა. რეგიონში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მასში ჩართულია ავიაციაც.
ადგილობრივების თქმით, გიორგი ფარჯიანი კონტაქტზე ძმასთან გავიდა. ადგილობირვები და ოჯახი ახალგაზრდებს ლენტეხის ცენტრში ელოდებიან.
"ნანახი არიან, კონტაქტი იყო, დაველაპარაკეთ, ცოცხლები ვართ, ლასკადურა არის სოფელი, ცოცხლები არიან, კარგად არიან", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.
ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. ავიაცია სამძებრო სამუშაოებში დღეს დილით ჩაერთო.