2024 წლის 6 თვეში საქართველოში 21 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა | მთავარი იმპორტიორი რუსეთია

გამოქვეყნდა:

2024 წლის 6 თვეში საქართველოში $1.1 მილიონის ღირებულების 21 ტონა პრეზერვატივი (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივები) შემოვიდა. იმპორტში რუსეთი ლიდერობს. საქართველოში იმპორტირებული პრეზერვატივების 75%, ღირებულებით ჭრილში ($835 360) რუსეთიდანაა შემოტანილი. სამეულში ასევე არის ლატვია ($111 630) და გერმანია ($77 650).

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით პრეზერვატივების იმპორტი როგორც ღირებულებით ჭრილში, ასევე რაოდენობრივადაც შემცირებულია. 2023 წლის 6 თვეში $1 მილიონის ღირებულების 28 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა. გასულ წელსაც საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი