ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს. ტერიტორიაზე ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ადგილზე ამ დროისათვის ისნის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი - ხატია დეკანოიძე და გიორგი ვაშაძე არიან. ადგილზე მივიდა გამგეობის წარმომადგენელიც, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობასთან მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ბოლო წლებში, დევნილებისა და სოციალურად დაუცველების საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს მოსახლეობა.
ახალგაზრდა ქალი კი დაახლოებით 1 საათის წინ, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები გვიან ღამით ქუჩაში გამოვიდნენ და გზა გადაკეტეს. ისინი გამგეობისგან იმ ფართების დაკანონებას ითხოვენ, სადაც უკვე წლებია ითხოვდნენ.