"ცნობები მოდის იტალიელი რესტავრატორებისგან, რომ დაზიანებულია მოზაიკის 80% და ამბობენ ხომ არ მოვხსნათო" | გელათის ტაძარი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

გამოქვეყნდა:

გელათში ისევ წყალი ჩადის. დამოუკიდებელი სპეციალისტების ინფორმაციით, ამჯერად საფრთხეში მეთორმეტე საუკუნის კულტურული ძეგლის საკურთხევლის კონქის მოზაიკაა. სიტუაციას უამინდობა და ძლიერი წვიმა ართულებს.

სპეციალისტების თქმით, დროებითი გადახურვა, რომელიც ისტორიულ ტაძარს საკმარისად ისედაც ვერ იცავდა, მოიხსნა მოგვიანებით კი გაკეთდა მცირე გადახურვა, რომელიც საკმარისი არაა.   გელათის მონასტერში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას ასაიდუმლოებს საპატრიარქოც.

"გაკეთებულია ტენტი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ დააზღვევს წყლის შედინებისგან, იმიტომ რომ ვიდრე სრულად არ მოეწყობა კონსტრუქცია, დაზღვევა შეუძლებელია, 15 მდეა დაგეგმილი სამუშაოების დასრულება მხოლოდ გუმბათის გარე სამუშაოების. გუმბათის სამუშაოებზე არ ვართ საქმის კურსში. 4 წლის განმავლობაში ვითხოვდით, რომ ყოფილიყო უკეთესი გადახურვა, მაგრამ როცა ასე ფორსირებულად შეცდომების ფონზე მიდის და ამ შეცდომებს არ აღიარებენ, რა თქმა უნდა მეტი ეჭვი ჩნდება. გამოსასწორებლად და ნდობის გასაზრდელად მეტი საჯაროობა საჭირო და ყველა კონკრეტულ საკითხზე პასუხის გაცემა. კონკრეტული საკითხი კი არის თუ რატომ იქნა მოხსნილი 25 დღის განმავლობაში დროებითი გადახურვა საკურთხევლის თავზე, რომლის შიგნითაც არსებული მოზაიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში,"  -  აცხადებს ორგანიზაცია "ევროპა ჩემი სახლიას" ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი.

ილიაუნის კვლევითი ცენტრის "კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს" დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი მიჩნევს, რომ განგაშის ზარია ასატეხი, რომ გელათის მოზაიკა სრულად განადგურებისგან იქნეს დაცული.

"ძალიან დიდი პაუზა აღმოჩნდა ძველ უვარგის ხარაჩოსა და ახალ კითხვებით სავსე ხარაჩოს შორის, ფაქტობრივად ერთი თვე, რომელიც იყო ძალიან წვიმიანი. ფაქტობრივად გავწირეთ გელათი. მე არ ვიცი რას ფიქრობს ის კომიტეტი რომელიც ძალიან კარგმა სპეციალისტებმა დატოვეს და ვინ დარჩა. ცნობები მოდის წამყვანი იტალიელი რესტავრატორებისგან რომ დაზიანებულია მოზაიკის 80% და ამბობენ, რომ ეს მოზაიკა ხომ არ მოვხსნათ საერთოდ... მოკლედ რაღაცა გამოუვალი მდგომარეობაა. ახლა არის განგაშის ზარი ასატეხი. ყველა უნდა დაფიქრდეს, მამა კირიონიდან დაწყებული დავით ლორთქიფანიძით დამთავრებული, რომ ეს ფაზა აიცილონ თავიდან. ისინი არიან პასუხისმგებლები სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მხრიდან." - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.

ამავე თემაზე იხილეთ 
"ინტენსიურად წვიმდა. დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია" | ვითარება გელათში

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი