ზედიზედ მეორედ, ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელი სანოშირო მურაო დაამარცხა. მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.