ივლისში საქართველოში 1.8% წლიური ინფლაცია დაფიქსირდა | საქსტატი

გამოქვეყნდა:

2024 წლის ივლისში საქართველოში 1.8%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ კი - 0.4 % შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში  ფასები გაიზარდა 9.4%-ით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.3 %), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.6 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3 %);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.5 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.7 %), ყავა, ჩაი და კაკაო (4.9 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9%), ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.8 %ი), პური და პურპროდუქტები (-2.5%);

ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.6%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.8 %-ით, რაც წლიურ ინდექსზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.3 %).

ყოველთვიურ ინფლაციაზე კი შემდეგმა ფაქტორებმა იმოქმედა - სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები შემცირდა 0.7%, , რაც თვის ინფლაციაზე -0.24 პროცენტული პუნქტით აისახ. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.4 %-ით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი