საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, 2023 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში პროდუქტებში ყველაზე მეტად მწვანე ლობიო, მომსახურებაში კი თვითმფრინავით მგზავრობა გაძვირდა. დეტალური მონაცემები კი ასეთია:
პროდუქტები:
- მწვანე ლობიო 44%
- საზამთრო 39%
- ვაშლი 33%
- ნიორი 31%
- ბადრიჯანი 30%
- ჭარხალი 29%
- ქლიავი 26%
- მანდარინი 25%
- კიტრი და ატამი 24%
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 22%
- ბენზინი 21%
- ფორთოხალი 20%
- ხაჭაპური კაფეში 4%
- ხინკალი რესტორანში 13%
- ქალის ჰიგიენური საფენი 5%
მომსახურება:
- თვითმფრინავით მგზავრობა 34%
- მღებავის მომსახურება 20%
- ატრაქციონი 7%
- კინოსეანსზე და სპექტაკლზე დასწრება 7-8%
- სასახლის დამზადება 6%
- რეპეტიტორის მომსახურება 5%
- სადილი რესტორანში 3%
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საქართველოში 1.8%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა