ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი | ოლიმპიადაზე ქართველების ასპარეზობა გრძელდება

გამოქვეყნდა:

1 ოქრო და 2 ვერცხლი - ასეთია ძუდოს ნაკრების მონაპოვარი პარიზის ოლიმპიადაზე. ჯერჯერობით სხვა სახეობებში მედლების დათვლის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ეს წინა ოლიმპიადასთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულამანიძესა და გრიგალაშვილს ძალიან რეალური შანსები ჰქონდათ ოქროს მედლების მოპოვების, მაგრამ სამწუხაროდ ამ შანსების რეალიზება ვერ მოხდა.

მოგეხსენებათ ოლიმპიადა გრძელდება და საქართველოს დელეგაციას რამდნეიმე სახეობაში ჯერაც არ დაუწყია ასპარეზობა. კერძოდ, ოქროს რეალური შანსები იქნება ძალოსნობასა და ჭიდობაში. მანამდე კი ლაშა ბექაური ჯერჯერობით ერთდერთი ოლიმპიური ჩემპიონია პარიზიდან და ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი ზედიზედ ორი ოქროს მედლით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი