აქცია და კონტრაქცია "ევოლუშენთან" | თანამშრომლების ნაწილი შიმშილობს, მეორე ნაწილი მუშაობის გაგრძელებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ევოლუშენ ჯორჯიას" H-კორპუსთან, თანამშრომლების ნაწილის გაფიცვიდან 33-ე და შიმშილობის დაწყებიდან პირველ დღეს, კონტრაქცია მიმდინარეობს. 

დასაქმებულები, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან და მუშაობას აგრძელებენ, ამბობენ რომ გაფიცული კოლეგები სამსახურში მისვლისას დისკომფორტს უქმნიან და აბულინგებენ. მათივე თქმით, სამუშაო პირობებით კმაყოფილები არიან და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვენ. 

უკვე თვეზე მეტია კომპანიის თანამშრომლების ნაწილი ღირსეულ სამუშაო გარემოსა და ანაზღაურებას ითხოვს, ნაწილმა დღეს უვადო შიმშილობაც დაიწყო. ისინი ამბობენ, რომ კონტრაქცია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერაა ორგანიზებული, რითიც მენეჯმენტი თანამშრომლების დაპირისპირებას ცდილობს.  

ავტორი: ნინო ჟიჟაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი