2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15.6%-ით შემცირდა | საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 %ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ  ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ მონაცემებში.

მარტში გამოქვეყნებული პირვანდელი მონაცემებით, FDI 1 მილიარდ 595 მილიონი დოლარი იყო.

2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7% შეადგინა.
2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა.

  • ნიდერლანდები 386.3 მლნ. აშშ დოლარ;
  • გაერთიანებული სამეფო 364.3 მლნ. აშშ დოლარ;
  • აშშ 182.2 მლნ. აშშ დოლარ;
  • თურქეთი 109.5 მლნ. აშშ დოლარ;
  • რუსეთი 103.3 მლნ. აშშ დოლარ;
  • ჩინეთი 98.4 მლნ. აშშ დოლარ;
  • მალტა 97.4 მლნ. აშშ დოლარ;
  • აზერბაიჯანი 90.3 მლნ. აშშ დოლარ;
  • იაპონია 69.4 მლნ. აშშ დოლარ;
  • შვეიცარია 41.9 მლნ. აშშ დოლარ;
  • დანარჩენი ქვეყნები 359.2 მლნ. აშშ დოლარ;

2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 63.1% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 583.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 314.3 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 301.5 მლნ. აშშ დოლარით (15.9%).
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი