"ლევანტე" საქართველოში ახალგაზრდა ტალანტებს ეძებს. ესპანური კლუბის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან. "ლევანტე" ხვალ და ზეგ დიდი დიღმის ბაზაზე 2006-2011 წელს დაბადებული ბავშვებისთვის საწვრთნელ ბანაკს მოაწყობს. ინიციატივა კლუბის ცენტრალურ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს ეკუთვნის.
თბილისში გუნდთან ერთად ჩამოვიდა ქართული სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის კარგად ცნობილი ხავი დე ლა ოსა, რომელიც Levante UD-ის პრესსამსახურის წარმომადგენელია და კლუბის ფეისბუქგვერდზე ქართულ ენაზე აქვეყნებდა პოსტებს.