საქართველოს ექსპორტი შემცირდა და იმპორტი გაიზარდა | უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და აშშ არიან

გამოქვეყნდა:

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 566 800 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. წინასწარი შედეგები საქსტატმა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემების თანახმად ექსპორტი 3 532 200 000 აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 1.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034 600 000 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 2.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივლისში, 5 502 400 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587 500 000 აშშ დოლარი), ყაზახეთი (446 500 000 აშშ დოლარი) და რუსეთი (407 200 000 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 519 700 000 აშშ დოლარი), რუსეთი (1 020 600 000 აშშ დოლარი) და აშშ (991 200 000 აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 809 500 000 აშშ დოლარი), რუსეთი (1 427 800 000 აშშ დოლარი) და აშშ (1 078 400 000 აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 192 700 000 აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 201 400 000 აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 174 400 000. აშშ დოლარით (4.9 პროცენტი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი