"კადიროვიზაცია" | ქალთა მსოფლიო გრანპრიზე ცოტნე ივანიშვილის "საპატიო სვლას" მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ქალთა შორის შეჯიბრის გასახსნელად ოლიგარქის შვილი მოიწვია. სწორედ ცოტნე ივანიშვილის მიერ გაკეთებული პირველი სვლით დაიწყო ტურნირი საქართველოში. ფოტოს, რომელიც თავად ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებამ და პოლიტიკურმა წრეებმა ეს ქმედება "კადიროვიზაციად" შეაფასეს. მათი თქმით, ცოტნე ივანიშვილის გახშირებული საჯარო გამოჩენები და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა შესაძლოა პოლიტიკურ სცენაზე მისი შემოსვლის მომასწავებელი იყოს.

რატომ ერგო ეს პატივი ცოტნე ივანიშვილს, მაშინ როდესაც ქვეყანას ლეგენდარული, მსოფლიო დონის მოჭადრაკეები ჰყავს, ამის შესახებ ჭადრაკის ფედერაციას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა კრიტიკას  ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარში უპასუხა.


"უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია. ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით და მისი მოქმედი რეიტინგი საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com არის 2200-მდე." - ნათქვამია ფედერაციის კომენტარში.



ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი