ქვეყნის შიგნით ყველაზე მეტს თბილისის და იმერეთის მცხოვრებლები მოგზაურობენ, ყველაზე ცოტას კი გურიაში მცხოვრები | ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების 39.2 % თბილისში მცხოვრებია, რეგიონებიდან კი ყველაზე მეტს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მცხოვრებლები მოგზაურობენ, ყველაზე ცოტას კი გურიაში მცხოვრები. ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას საქსტატი ავრცელებს.

15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით 2024 წლის II კვარტალში

  • თბილისი 39.2.%
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 16%
  • ქვემო ქართლი 8.6 %
  • აჭარის ა/რ 8 %
  • შიდა ქართლი 6.6 %
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი 5.7 %
  • კახეთი 5.2 %
  • მცხეთა-მთიანეთი 4.9 %
  • სამცხე-ჯავახეთი 3.6 %
  • გურია 2.3 %

2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.4 %) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.  ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 379.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 373.9 ათასი ვიზიტი თვეში), აჭარასა და კახეთში.

2024 წლის II კვარტალშ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას  ყველაზე მეტი ხარჯი საყიდლებზე 37.2% , საკვებსა და სასმელზე 23.% და ტრანსპორტზე 21.6% გასწიეს.

2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.2% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.3% შეადგენდა.

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა, ვიზიტის ტიპის მიხედვი 976.5 ათასი ექსკურსიული, 722.9 ათასი კი ტურისტული ვიზიტი იყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი