მევენახეების აქცია | რთველი 2024-ის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

გამოქვეყნდა:

კახეთში, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალთან მევენახეების აქცია გრძელდება. ისინი ყურძენზე დაწესებულ მინიმალურ ფასს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მიღებული მოსავალი გაწეულ ხარჯს ვერ ფარავს.

აქციის მონაწილეებთან რთველი 2024 ის კახეთის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ვინაიდან შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, ფასის კორექტირება მათი კომპეტენცია არაა.

"ვისაუბრეთ აქამდე, საფერავის ფასის წარმოქმნაში, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ სახელმწიფო ვერანაირ წვლილს ვერ შეიტანს. ჩვენ ერთადერთი რითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, რომ ინტერესი მაქსიმალურად გავუჩინოთ კომპანიებს, რომ მაქსიმალურად მოვმართოთ თქვენკენ, წამოვიდნენ იქეთ. ფასის სიმცირეს რაც შეეხება, ჭარბი მოსავალით არის გამოწვეული ფასის დადგენა ამ ჭარბი მოსავლიდან.

დადგენილი არის მინიმუმ ერთი ლარის, რა ფასადაც სახელმწიფო მიიღებს და გადაამუშავებს ჭარბ და დაზიანებულ მოსავალს. კერძო კომპანიებს რაც შეეხება, თუ სურვილი ექნებათ, რომ თეთრი ყურძენი გადაამუშაონ და სუბსიდირების მიღების საშუალებაექნებათ, უნდა მიიღონ ერთ ლარად. თუმცა კერძო კომპანიაში ჯერ-ჯერობით ერთ ლარად მიღებული ყურძენი არ გვიფიქსირდება , ვინაიდან უფრო მეტ თანხას იხდიან," - განაცხადა წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეები ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე აქციას დილიდან მართავენ. მათ გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა საპოლიციო ძალებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კახეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს პერმანენტულ სახეს მისცემენ.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი