კახეთში საპროტესტო აქციის მონაწილე მევენახეებმა მსვლელობა გამართეს

გამოქვეყნდა:

მევენეხეებმა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალიდან გურჯაანის მიმართულებით გადაინაცვლეს და რამდენიმე სოფელი ტრანსპარანტებით გაიარეს. ისინი ადგილობრივებს მოუწოდებდნენ, რომ ყურძენზე დაწესებული მინმალური ფასი მათთან ერთად გააპროტესტონ.

დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა აქციას დღეს დილიდან მართავს და კგ რქაწითელზე 1, 50, საფერავზე კი - 2 ლარის დაწესებას ითხოვს. მათთან რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტმა თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლოს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი