"ხალხო, არ შეხვიდეთ შეცდომაში. საქართველოს მთავრობა გატყუებთ" | მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. ბესიკ ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ყვება, რომ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ პარაოლიმპიელებს ფულადი ჯილდო კანონით ისედაც ეკუთვნოდათ და პრემიერმინისტრის მტკიცება, რომ სპორტსმენები მთავრობისგან კოლოსალურ პრემიებს მიიღებდნენ, სიცრუეა და სინამდვილეში ფულაადი ჯილდოს ოდენობა წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.

საქართველოს მთავრობას უდევს მთავრობის გვერდზე, რომ მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები თავის მიღწევებზე აიღებენ გარკვეულ თანხებს და იქ ჩამოთვლილია თანხები - ეს გადმოაკოპირეთ? ეს ხომ ისედაც ეგრე იყო? რა არის მანდ ახალი? ჯერ ევროპისა და მსოფლიო მიღწევების პრემია არ ჩაგირიცხია და ეს საქართველოს კანონმდებლობაში უკვე დიდი ხანი არის, ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ და ვერ გავიგე - რატომ იბრალებთ ამას თქვენ? თუ სწორად გავიგე, მსოფლიოზე ვიყავით საკმაოდ წარმატებულები, ჩამოვედით, ნახევარსაათიანი შეხვედრა გააკეთეთ ფოტოების გადასაღებად ხო? მეორე დღეს გამოაქვეყნეთ მთავრობის სხდომაზე და ეს პრემიები დაწერეთ, როგორი კაი ტიპები ხართ? ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ, ეს ასე იყო აქამდე, ამაში რა არის ახალი? - ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ. ხალხო არ შეხვიდეთ შეცდომაში, საქართველოს მთავრობა გატყუებთ აქ და გემდურებით იმ სპორტსმენებს, ვინც სპორტის სამინისტროს მადლობა უთხარით, ვერ ნახეთ რა გამოაქვეყნეს? - ამბობს ლეკიაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი