ქალაქ თბილისში სოფელ ტაბახმელაში გიორგი კვინიტაძის ქუჩა #22 ში მდებარე 84 926 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფომ აუქციონზე მეხუთედ გამოიტანა. პირველ აუქციონზე, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა ქონების საწყისი ფასი 13 675 000 ლარი იყო, მომდევნო აუქციონებზე კი ფასმა დაიკლო და ახლა მეხუთედ გამოცხადებულ აუქციონზე ის 10 256 250 ლარად იყიდება.
აუქციონი 19 აგვისტოს გამოცხადდა და 2 სექტემბერს სრულდება. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წერილის თანახმად უწყებას შესაძლებლად მიაჩნია მითითებული მიწის ნაკვეთის განკარგვა, საცხოვრებელი ზონა 1 ფარგლებში.
არსებული შენობის შესახებ ინტერნეტში მცირე ინფორმაცია იძებნება. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გასულ საუკუნეში ბიოტექნოლოგიური კომბინატი ფუნქციონირებდა. კომბინატი 60-იან წლებში გაიხსნა და არსებობა საბჭოთა კავშირთან ერთად დაასრულა. უცნობია, კონკრეტულად რა პროდუქციას უშვებდა აღნიშნული ბიოკომბინატი.
ავტორი: ნინო ზედგენიძე